ყველა, ვინც პარლამენტშია, კეთილი ინებონ და კომისია შექმნან. ძალიან მაინტერესებს ჭირისუფალი რომ კენჭისყრის დროს ქუჩაში დადგება, რა მოხდება შიგნით?- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.
"არის თემები, რომელიც ბოლომდე მისაყვანია. შოვის ტრაგედია, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ დაღუპულ ადამიანებთან, სამართალმა არ უნდა იზეიმოს? ვინ უნდა გააკეთოს ეს - ოპოზიციამ უნდა გააკეთოს. ხომ მოხდა კომისიის ინიცირება, დაავიწყდათ, ეზარებათ მუშაობა?
არ უნდათ, რომ თავისივე ინიცირებული კომისიის თემა ბოლომდე გაიყვანონ? მაშინ ხალხის იმედი ნუ ექნებათ, ნუ ექნებათ იმედი, რომ ხალხი ასეთ უსუსურ და უმოქმედო ოპოზიციას სადმე გაჰყვება, არსად არ გაჰყვება. აჩვენონ ძალა, კონსტიტუციური უფლება აქვთ, რომ შექმნან კომისია, კომისიის შექმნა ვერ მოუხერხებიათ და ამათი იმედი რანაირად ექნებათ ხალხს.
თავისი დღის წესრიგი შექმნან, ჩააყენონ ხელისუფლება თავის მართლების პოზიციაში, რატომ ვერ ახერხებენ ამას. ტელევიზორში საუბრით პოლიტიკა არ კეთდება.
ყველა, ვინც პარლამენტშია, კეთილი ინებონ და კომისია შექმნან. ძალიან მაინტერესებს ჭირისუფალი რომ კენჭისყრის დროს ქუჩაში დადგება, რა მოხდება შიგნით? ეს არის პოლიტიკა და არიან ჭირისუფლებიც, რომლებიც გაბრაზებულები არიან. ხელისუფლებამ რაც არ უნდა იძახონ, რომ სპეკულირებენ, კი ბატონო, - გლოვის პერიოდი დამთავრდა შოვის ტრაგედიაზე, გაბრაზების პერიოდი დადგა, სად არის გაბრაზებული ოპოზიცია? მათ ურჩევნიათ დღეს ამ თემაზე ილაპარაკონ, მერე სხვა თემაზე, ზეგ კიდევ რაღაცას შემოაგდებენ, ერთი თემა აიღონ და გაჰყვნენ ბოლომდე, გაიმარჯვონ, რომ ელექტორატმა ირწმუნოს, რომ ამათ მარტო ლაპარაკი კი არ იციან, რაღაცის შნო აქვთ,“ - ამბობს ხუხაშვილი.