რადგან ოპოზიციამ ერთ კონკრეტულ ბრძოლაში საკმაოდ კარგი კოორდინაცია აჩვენა და გაიმარჯვა, უწყვეტად უნდა გააგრძელოს და ინტენსიური პრესინგი დაიწყოს,- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტიკაში, როდესაც მოწინააღმდეგე სისუსტეს გამოავლენს, ამოსუნთქვის საშუალება აღარ უნდა მისცე და ინიციატივა საბოლოოდ წაართვა.
რადგან ოპოზიციამ ერთ კონკრეტულ ბრძოლაში საკმაოდ კარგი კოორდინაცია აჩვენა და გაიმარჯვა, უწყვეტად უნდა გააგრძელოს და ინტენსიური პრესინგი დაიწყოს.
თუ ამას არ იზამენ, ხელისუფლება მოიშუშებს ჭრილობებს და ისევ შეტევაზე გადმოვა, რაც არაერთხელ გვინახავს.
თემები:
- საგამოძიებო კომისია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
- საგამოძიებო კომისია ღარიბაშვილის და სხვების ფრენებთან და სხვა ხარჯებთან დაკავშირებით (ნანუკას დაბიდუბი).
- ფარცხალაძის გამოძიება, ეროვნული ბანკის ბრძანება.
ახლა იმის დროა, რომ თვითონ შექმნან დღის წესრიგი და არა ხელისუფლების დღის წესრიგით იმოქმედონ და კომენტირებით შემოიფარგლონ“,- წერს გია ხუხაშვილი.