ისმის კითხვა - რატომ შემოყავს რუსეთს ირანი და თურქეთი, როცა მისი მიზანია ერთპიროვნული კონტროლი?
პასუხი საქართველოს ისტორიაში უნდა ვეძებოთ. - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
სამი პლიუს სამი ფორმატში საქართველოს ჩათრევა არის რუსეთის მრავალსვლიანი სტრატეგიის ნაწილი. ბუნებრივია, ეს მცდელობები გაგრძელდება და სავარაუდოდ გამოყენებული იქნება არა მხოლოდ დარწმუნების, არამედ იძულების მეთოდებიც.
ისმის კითხვა - რატომ შემოყავს რუსეთს ირანი და თურქეთი, როცა მისი მიზანია ერთპიროვნული კონტროლი?
პასუხი საქართველოს ისტორიაში უნდა ვეძებოთ.
რუსეთს იმედი აქვს, რომ ამ ფორმატში ჩვენი შეყვანით დროთა განმავლობაში შეიქმნება 1783 წლის მოცემულობა, როდესაც საქართველო დადგება დილემის წინაშე - ან თურქეთი, ირანი და რუსეთი იყოფენ ქვეყანას, ან ერთმორწმუნე რუსეთი დაგვიფარავს ამისგან. ასე შემზადდება ტრაქტატის-2-ის ხელმოსაწერად წინაპირობები.
იმ დროისათვის დასავლეთის ბუნდღა რომ აღარ იქნება რეგიონში, ეს ისედაც ცხადია.ახლა მთავარი საზრუნავი იმაზე გვაქვს, თუ როგორ ჩავშალოთ ეს გეგმა…მოწონებაკომენტარის დატოვებაგაზიარება