„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება, გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანი, ეს მომავალზე კი არა, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანია და ბიძინასთვის, რა თქმა უნდა, საჩუქარია. მიშა ჰყავდა ერთი საფრთხობელა, რომელიც ახლა გალიაში უზის და დაემატა ახლა მერაბიშვილი და კეზერაშვილი. შოკოლადშია ბიძინა ახლა ამ ყველაფრით. ვაშაძეს თავისი ინტერესი აქვს, რომ ორ კაცს შეიყვანს პარლამენტში, მაგრამ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა, ეს არის ბიძინას თამაშის ფორმულა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა არა „ქართული ოცნება“, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებია.
„ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ახლა „ქართული ოცნება“ კი არაა, მათი პრობლემაა დანარჩენი ოპოზიცია, ისინი ეჯავრებათ, იმათ ეომებიან, ნახავთ თქვენ, რომ იმათ გამოუცხადებენ ძირითად ომს, ვინც მათი გემის მიღმა დარჩება, თვითონ ტიტანიკს აშენებენ ახლა და იმ ტიტანიკზე უნდათ ყველას აყვანა. ბიძინა ამას უყურებს და ხარხარებს, მეტი არაფერი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.