ივანიშვილს უყვარს ადამიანების მიშვება, აკვირდება ვინ როგორ იქცევა და მერე საჭირო მომენტში ზომებს ღებულობს - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ადამიანების მიმართ დიდი ხანია ცნობილია, საერთოდ მას უყვარს ადამიანები მიუშვას, გაუჩინოს განცდა, რომ მათ რაღაცები შეუძლიათ და მერე აკვირდება, აბა ვინ როგორ იქცევა, რას აკეთებს და მერე საჭირო მომენტში მიიღებს ზომებს. ეს მისი სტილია მოქმედების და არაერთხელ გამოუყენებია, სხვათა შორის ღარიბაშვილის მიმართაც. ღარიბაშვილი უბრალოდ, მეორე წრეზე გაუშვა, თორემ, ერთხელ უკვე ყურებში მოსცხო კარგად“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.