მცირე განმარტება - სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ხოლო გვარამია სინდისის პატიმარი - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მცირე განმარტება, თუ რით განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეები:
პოლიტპატიმარი არის ადამიანი, რომლის საქმეშიც ფიგურირებს პოლიტიკური კომპონენტი, ანუ ხელისუფლებას მის მიმართ აქვს პოლიტიკური ინტერესი, მიუხედავად იმისა, მას რეალურად ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული.
თუ ადამიანის ქმედებებში არანაირი სამართლებრივი კომპონენტი, გარდა პოლიტიკურისა, არ ფიგურირებს, ის არის სინდისის პატიმარი.
მოკლედ, სააკაშვილი ამ სტანდარტით არის პოლიტპატიმარი, ხოლო გვარამია სინდისის პატიმარი.
განსხვავება, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანია…
P.S. შეიძლება იურისტები შემეკამათონ, რომ გვარამია ფორმალურად პოლიტიკურზე არ “იჯდა”, მაგრამ საქმე იმდენად აბსურდული იყო, რომ თავისუფლად შეიძლება ამ კატეგორიაში მისი გაყვანა“,- წერს ხუხაშვილი.