მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - თავს მიხედეთ ბიძია, სანამ ამის საშუალება გაქვთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა მივმართო ქართული ოცნების დეპუტატებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელისუფლების ორბიტაზეა - ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ თურნავას ბრძანება დაგიცავთ!…
გაბოლებთ პატრონი. ვერც დაგიცავთ, არც დაგიცავთ და რომც მოინდომოს, არცა აქვს ამის თავი.
თუ სანქციები შეგეხოთ, ისეთი მექანიზმია, მას წინ ვერაფერი დაუდგება…
ამიტომ, ნუ ჩაყვებით ისტორიის საფლავში… თავს მიხედეთ ბიძია, სანამ ამის საშუალება კიდევ გაქვთ…“ - წერს გია ხუხაშვილი.