ამერიკულ ბაზებზე ინფორმაციამ მოახდინა ხელისუფლების სრული ლუსტრირება - ეს არის მთავარი - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მართალია თუ ტყუილი, ამერიკულ ბაზებზე ინფორმაციამ მოახდინა ხელისუფლების სრული ლუსტრირება…ეს არის მთავარი“ - წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.