განცდა გამიჩნდა, რომ ფარცხალაძე ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს „ჩაუშვა”. ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ფარცხალაძეზე არ მიუცია ჩვენება,- ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„განცდა გამიჩნდა, რომ ფარცხალაძე ღარიბაშვილმა “ჩაუშვა” აშშ-ში ვიზიტის დროს. შვილის ამბავი კი ეფ-ბი-აი-სთან ჩვენების მიცემის კვალის დასაფარად გამოიყენა.
ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ფარცხალაძეზე არ მიუცია ჩვენება…
თქვენ კიდევ რაღაც ფრენაზე ედავებით…“- წერს გია ხუხაშვილი.