პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება: 

"დღევანდელი სუს-ის განცხადება ერთი ერთზე იმეორებს 2014 წლის უკრაინის სპეცსამსახურების განცხადებების ტექსტს, რომელიც ეფესბე-ს შპარგალკით იწერებოდა.

შესაბამისად, ახლა ბიძინამ აირჩია იანუკოვიჩის როლი და მაღალი ალბათობით მისი ბედი, რისთვისაც მე პირადად ის არ მემეტება, მიუხედავად უკიდურესი გაბრაზებისა…

P.S. მერაბიშვილი და ლორთქიფანიძე თუ რამე ძალადობრივს გეგმავენ, მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ჩვენ კი ნუ გვაშინებთ…" - წერს გია ხუხაშვილი.