ბიძინას ერეკლე მეორის სტატუსი უნდა საქართველოში, უნდა გაათამაშოს, თითქოს სხვა გზა არ გვაქვს: დასავლეთმა მიგვატოვა, ამიტომ თურქეთსა და ირანს შორის ალტერნატივა ისევ ერთმორწმუნე რუსეთი რჩება , - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„რატომ მიდის ერეკლე მეორის ასეთი პიარი? ეს შემთხვევით არ ხდება. ბიძინას უნდა ისტორიის გამეორება და ერეკლე მეორის სტატუსი უნდა საქართველოში, ის კი არა , რომ რუსეთს დაუწვა, მას უნდა, გაათამაშოს, თითქოს სხვა გზა არ გვაქვს: დასავლეთმა მიგვატოვა, ამიტომ თურქეთსა და ირანს შორის ალტერნატივა ისევ ერთმორწმუნე რუსეთი რჩება. ამის გათამაშება უნდა. მაგრამ, ჯერჯერობით ბიძინას ორჯონიკიძის ბედი უფრო ეჭყანება. ტყუილად ცდილობს, მას არ გამოუვა ერეკლე მეორეობა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.