ელენე ხოშტარია: ФСБ-სთან დაკავშირებული ადამიანების სანქცირება არის მთლიანად „ქართული ოცნების“ მხილება რუსეთთან კავშირში - ეს განცხადება "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.
„ოთარ ფარცხალაძის, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელის, ყოფილი გენპროკურორის, ივანიშვილის ოჯახის ახლობლის და ФСБ-სთან დაკავშირებული ადამიანების სანქცირება არის მთლიანად ქართული ოცნების მხილება რუსეთთან კავშირში.
ეს სანქციები შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს და ამ ომში რუსეთის მომარაგებას და რუსეთის მხარდაჭერას. სანქციების დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი თავი, სადაც საუბარია რუსეთის მავნებლურ გავლენაზე საქართველოში, რომელშიც ოთარ ფარცხალაძე ФСБ-ს აგენტ ონიშენკოსთან ერთად მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, რათა ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი შეტრიალდეს რუსეთის სასარგებლოდ.
აქ არის ლაპარაკი დიდ პოლიტიკურ სპეცოპერაციაზე, რომელსაც რუსეთის ФСБ მართავდა ფარცხალაძის ხელით, რომელიც არის ივანიშვილის მარჯვენა ხელი“, - ამბობს ელენე ხოშტარია.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა