დიდი ხანია მოვრჩი მარჩიელობას, რა დაუტრიალდება თავში ივანიშვილს, კობახიძეს თუ მურუსიძეს - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მე დიდი ხანია მოვრჩი მარჩიელობას, რა სიბინძურეს, თუ რა უსამართლობას ჩაიფიქრებს ბიძინა ივანიშვილი. ჩემი მთავარი საფიქრალი, საზრუნავი, სატკივარი, სანერვიულო, პასუხისმგებლობა არის ჩვენ რას გავაკეთებთ, როგორ შევძლებთ ამ რეჟიმს, ამ სისტემას ეფექტურად დავუპირისპირდეთ და მთავარი სტრატეგიული ამოცანა - არა რუსულ რეჟიმს, მივიყვანოთ ბოლომდე. ამიტომ, ჩემი ყოველდღიური საფიქრალი არის ეს და არა ის, თუ რას მოიფიქრებს , რა დაუტრიალდება თავში ივანიშვილს, კობახიძეს თუ მურუსიძეს“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.