"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საზოგადოებას ბორჯომში ჩასვლისა და "გირჩი--მეტი თავისუფლების" მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"გირჩი - მეტი თავისუფლებაზე თავდასხმა ყველას გვეხება. პოლიციის ძახილი აბსურდია. ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში და გვერდში დავუდგეთ ბავშვებს. არავინ არ დატოვებს მათ მარტო", - წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი იმართებოდა, დაახლოებით 60-მდე უცხო პირია მობილიზებული. როგორც პარტიის წევრები წერენ, ისინი ქვებს ისვრიან და იმუქრებიან. მანამდე კი ზურაბ ჯაფარიძის პარტიის წევრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორში, პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკურად თავს დაესხნენ.