ივანიშვილი სულ რომ ყირაზე დადგეს და მთელი თავის ქონება შესწიროს იმის დამტკიცებას, რომ მე პრორუსი ვარ, მაინც არაფერი გამოუვა - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ივანიშვილი სულ რომ ყირაზე დადგეს და მთელი თავის ქონება შესწიროს იმის დამტკიცებას, რომ მე პრორუსი ვარ, მაინც არ გამოუვა ეს იმიტომ, რომ ქმედებები მეტყველებს ჩვენზე. შეიძლება, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში, რაღაცა დრო, ცოტა ხალხმა, მათ შორის კეთილსინდისიერმა რაღაც სიბინძურე დაიჯეროს, მაგრამ ჩემი მოთმინება უსაზღვრო არის იმაში, რომ სიმართლე გამოჩნდეს და დავამტკიცო. ნამდვილად არ ვაპირებ ან პაპუაშვილთან, ან ვინმესთან ვიმართლო თავი“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.