პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ.
პარტია "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ინფორმაციით, 2023 წლის 26 იანვარს რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. დარეგისტრირდა 49 756 ამომრჩეველი. რომლებსაც არჩევანის გაკეთება ნონა მამულაშვილის, გიორგი მუმლაძის, ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის მოუწევს.
არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფიას თქმით, „28-29 იანვარს ტარდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები. დარეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით 50 000 ადამიანს შეადგენს.
28 იანვარს, უკვე, დილის 10:00 საათზე არჩევნებს სტარტი მიეცემა, ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც ხმის მიცემას შეძლებდით. ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მოვუწოდებ, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს.
არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, დილის 10:00 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30-ში, კომისია სწრაფად შეიკრიბება, ვვარაუდობთ, რომ 30-ში, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება. არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა."