„ქართული ოცნება“ უმძიმეს დღეშია - კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„აღმოჩნდა, რომ სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლება ერთი დიდი კლანია. ამიტომ ყველაფრის ფასად გადაეფარნენ მას. ოღონდ კი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ კითხვები არ დასვას, ამბობენ, რომ თუ საჭიროა არანაირ კანონებს არა მივიღებთ და პარლამენტი საერთოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას. „ქართული ოცნება“ უმძიმეს დღეშია. მათ თვითდაზიანების ახალი პორცია შეიშხაპუნეს - ამ ვითარებაში კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.