„ოცნებამ“ უნდა იოცნებოს, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი არ იქნება - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალირტანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„სიტუაცია მყიფეა. ოპოზიციას დღესაც ჰქონდა გათვლა , რომ დღეს უკვე არ იქნებოდა პარლამენტის 50 წევრი. მართლაც, დღეს წესით და რიგით არ უნდა ყოფილიყო, ყველამ იცოდა რომ სამშაბათს უნდა ყოფილიყო განხილვა. მაგრამ „ოცნების“ გასაკვირად ისეთი სიტუაცია შეიქმნა უცებ, რომ რამე უფრო მნიშვნელოვანი შეუძლებელია სხვა რამე იყოს. დიდი დატვირთვა შეიძინა ამ თემამ.
„ოცნებამ“ უნდა იოცნებოს, რომ პარლამენტში 50 ოპოზიციონერი არ იქნება, ხოლო ოპოზიციამ უნდა უზრუნველყოთ, რომ პარლამენტში მუდმივად 50 დეპუტატი ვიყოთ. რეჟისორია საჭირო, ვინც ამაზე, რამე სცენარს დადგამს, თუ როგორ ხდება ხელისუფლების თვითლიკვიდაცია, უმრავლესობის გადადგომა, უმრავლესობის მიერ საკუთარი თავის ჩიხში შეყვანა.
როდესაც უმრავლესობა უარს ამბობს ხელისუფლებობაზე, როდესაც უმრავლესობა ამბობს, რომ მე გადაწყვეტილებებს არ მივიღებ და არც თქვენ მიგაღებინებთ - მაშინ რისთვის გვჭირდება? პროპაგანდისტად და მოლაპარაკედ? მაშინ, რა გინდა პარლამენტში, ქუჩაში ილაპარაკე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.