ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„როგორც კი კრიტიკული მომენტი დადგება, ხელისუფლება გამოაგორებს ხოლმე თემას, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ეს იყო 20 ივნისის მოვლენების წინ, ანუ შარშან გაზაფხულზე. იმის ნაცვლად, რომ ძალიან მარტივი ნაბიჯი გადაედგა ხელისუფლებას, შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნება მოხსნიდა ყველა კითხვას და ჩვენ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი, და არა მარო სტატუსი, არამედ შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული იმ ნაბიჯების გადადგმის თაობაზე კონსენსუსი, რომელიც მერე 12 პუნქტად გადაიქცა. ამ 12 პუნქტის შესრულების პროცესში გამოაგორეს ის კანონპროექტი, რომელზედაც მერე მთელი რიგი უბედურებები დაგვემართა. მერე სხვისკენ იშვერენ თითს, რომ ვიღაცა რაღაცაში ხელს უშლის ამ საქმეს“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.