უმრავლესობა ამბობს, რომ მე გადაწყვეტილებებს არ მივიღებ და არც თქვენ მიგაღებინებთ - მაშინ, რა გინდა პარლამენტში, ქუჩაში ილაპარაკე - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
“უმრავლესობამ თავის თავს ბოიკოტი გამოუცხადა, პარლამენტის პარალიზებას ახდენს. შეხედეთ, რა თემა დადო პირობად, როდის შეიძლება გავაგრძელოთ პარლამენტარობაო, თუ დარბაზში დავინახავ 50-ზე ნაკლებ ოპოზიციონერსო. თუ ვერ დაინახავს 50-ზე ნაკლებ ოპოზიციონერს, მაშინ მას უარი აქვს ნათქვამი ხელისუფლებაზე. კონსტიტუციურად ეს ამას ნიშნავს, პირველ რიგში. „ოცნება“ გადადგა. საქართველოში ცნობილი თემაა, რომ 6 თვეში ერთხელ ვიღაცაზე უნდა დაიძახო - „გადადექი“! ახლა გადადექის დაძახებაც არ არის საჭირო, გადადგნენ.
იმიტომ გადადგნენ, რომ საგამოძიებო კომისიის თემა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს და მეორეს მხრივ იმით, რომ თუ „ოცნებას“, რამე გადაიყოლებს, სწორედ ეს თემაა.
უმრავლესობაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია შექმნილი. მე არ მჯერა, რომ უმრავლესობის უმრავლესობას მოსწონს ის ვითარება, რაშიც დღეს არის. დღეს ოპოზიციიდან ერთი კაცი ან ქალი ვერ მოსულიყო, გვექნებოდა სხვა სიტუაცია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.