თვალნათლივ ვნახეთ, რომ წინასწარ დასწავლილ, გაწერილ სცენარს მიჰყვებოდნენ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების გამო, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან წამოსული ბულინგისა და მუქარის გახშირებულ ფაქტებზე საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა ბულინგის არა ერთეული შემთხვევა, არამედ ორგანიზებული თავდასხმა ადამიანებზე.

მაინტერესებს, როდის დააფიქსირებენ საკუთარ აზრს ის ადამიანები, რომელთა გულწრფელი ემოციებიც გამოიყენეს. სოციალურ ქსელებსა თუ სხვა სივრცეებში, თავადაც ხედავენ, როგორ აბულინგებენ და ემუქრებიან ადამიანებს. როდის იტყვიან ეს ადამიანები, რომ ბულინგი მიუღებელია? ველოდები საზოგადოებას, როდის დაიწყებს ამაზე განცხადებების გაკეთებას; როდის იტყვიან, რომ ბავშვების დაბულინგება არ შეიძლება? იტყვიან თუ არა, რომ მასწავლებლებისა თუ ლექტორების საქციელი არ ჯდება იმ დასავლურ ფასეულობებში, რომელთაც ჩვენ ყველა ასე ძლიერად ვიცავთსამწუხაროა, რომ ორმაგი სტანდარტების და ფეიკების ეპოქაა. თუნდაც, მარტივი მაგალითი: როცა ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით საქართველო, სამ ქვეყანას შორის, მოწინავე ადგილზეა და ევროკომისია კანდიდატის სტატუს არ გაძლევს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამ უსამართლობაზე რეაქცია არ აქვს“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.