ალიევის და ლამის მთელი აზერბაიჯანული პოლიტიკის ამოცანა კარგა ხანია, რეალურად სწორედ ეს იყო ( ჩვენგან განსხვავებით) - სომხებისგან " გაწმენდილი" ყარაბაღის დაბრუნება. - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამის ალბათობა სულ უფრო მაღალი ხდებოდა - აზერბაიჯანი იზრდებოდა, ძლიერდებოდა შინ და გარეთ, რუსეთზე ჩამოკიდებული სომხეთის "დაპატარავება", სამხედრო- პოლიტიკური დასუსტება კი ასევე შეუქცევადი იყო.
არ გამოვიდა არც ყარაბაღის არმენიზაცია( ყარაბაღის კომიტეტის იდეებით) და არც სომხეთის ყარაბაღიზაცია(ორი ყარაბაღელი პრურუსი პრეზიდენტით).
ეს უკვე წარსულია.
ფაშინიანი და სომხეთის ახალგაზრდობა, იმედია, გაუძლებენ ამ გამოწვევას.
სომხეთის სტრატეგიული არჩევანის ცვლილების დრო ახლოვდება - სახელმწიფოს ევროპული( ევროატლანტიკურიც) ორიენტირის დაბადება/ გამყარების პროცესის მომსწრენი ვხდებით?
რუსეთის სამხედრო ბაზასაც მოუწევს სომხეთიდან წათრევა? მთელი სამხრეთ კავკასიიდანაც?
უკრაინელების, დასავლეთის მოსალოდნელი სტრატეგიული წარმატების ფონზე და შედეგად, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის მომზადება მოგვიწევს ქართველებს - მათ, მით უმეტეს." - წერს დავით ბერძენიშვილი "ფეისბუკში".