სააკაშვილი ერთ-ერთ წერილში მწერს, მძიმედ ვარ მაგრამ იმაზე ვდარდობ, საქართველო ახალგაზრდებისგან რომ იცლებაო - აი ამ დარდით ჩამოვიდა აქ - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თამარ ჩარკვიანმა „პალირტანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„სიტუაცია მართლა დამიმძიმდა, მაგრამ ჩემს ჯანმრთელობაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ ყველა გაქცევაზეა. 2023 წელს ახალგაზრდობის ნახევარი აქ არ იქნება, რაღაც უნდა ვიღონოთ - ეს არის ერთ-ერთი ბოლო წერილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მომწერა.
ცუდად მყოფი პრეზიდენტი, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ხალხი გადის ქვეყნიდან, აი ამ მესიჯით, აი ამ დარდით ჩამოვიდა ის. მე იმიტომ ვამბობ, რომ ისტორიულად, უმძიმესად დაუჯდათ და ყველას ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ისტორიული ნაბიჯი იყო. მასზე ნასაუბრევი, რომ ის ხოხავს, ფორთხავს და მშიშარაა, ერთ წუთში მოისპო ეს თემა, მშიშრები ასე არ ჩამოდიან. კონტეინერს გამოჰყვა თუ რას გამოჰყვა, ეს კი არ არის მთავარი, აქ არის სურვილი იმისა, როგორ ჩამოვიდა დევნილი პრეზიდენტი“ - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.