„პოსტ პუტინურ სკაზკას" ანუ ზღაპრებს ვისმენთ ნირწამხდარი პოლიტიკანი ბურჯანაძისგან "ლარიანი" აგარაკიდან - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ნინო ბურჯანაძე ტვ ეთერში -ვციტირებ :"ბიძინა ივანიშვილი ვერასდროს იქნება ბურჯანაძე"...ვაახ არ წაიღეს ტვინი ამ ქვეყნის ღიად და "დახურულად" მოღალატეებმა და "მაყუთჩიკებმა". ერთმა რუსეთიდან პუტინის ფულით "იქველმოქმედა" და მერე სამშობლოს გაცვლა მოგვთხოვა "ამ ქველმოქმედებაში", მეორემ -ქალმა პოლიტიკანმა , არც იქველმოქმედა პირდაპირ ლარად "წეიღო" სახელმწიფო ქონება, მერე კრემლის ტვ ეთერში საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება დააბრალა, ჩვენ ვბომბავდითო გორსო, ჰოდა ახლა " პოსტ პუტინურ სკაზკას" ანუ ზღაპრებს ვისმენთ ნირწამხდარი პოლიტიკანი ბურჯანაძისგან "ლარიანი" აგარაკიდან, ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ბურჯანაძეო ვაახ, მართლა არ წაიღეს ტვინი და საქართველოს ქონება -ტყე და მთა არ დატოვეს, არც პური და ხორბალი ამ ქაჯებმა ვისაც რამდენიც შეეძლო..... ნუ "ტვინიც"და ეშმაკობაც და ცბიერებაც თვლით არის, ამაში -ცბიერებაში ნაღდად ივანიშვილი პირველია, ბურჯანაძეს -როგორც ყველა ქაჯს ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა , აი მოღალატეობრივ გზას კი ერთნაირად გადიხართ კრებსითი "ყორღანაშვილები" .ასე ,რომ "მოღალატეობრივ დოღში" ერთმანეთს უსწრებთ, აქედან ერთი უფრო ეშმაკი-ცბიერია-და ეს რა თქმა უნდა ივანიშვილია. ეს ქალი პოლიტიკანი კი -ღიად სამშობლოს ცრუ დამბეზღებელი… აი ოდესმე, რომ ღირსებოდა და აერჩია ხალხს ,საშუალება მიეცათ მისთვის კაცმა არ იცის რომელი აჯობებდა, შეიძლება ხალხს, რომ საშუალება მიეცა ალბათ ბურჯანაძე აჯობებდა ძარცვა-მომხვეჭელობით და "ქუჩაში 500 კაცი რომ მოკვდეს არაუშავსო" ამითიც, ( გამომდინარე ერთ ლარად წაღებული აგარაკიდან, ასე ვფიქრობ- უეჭველად ბურჯანაძე “აჯობებდა”). "ბელა ჩაო ჩაო ჩაო" ჩემო გაყიდულო ნაწილ-ნაწილ დაფლეთილო, მოღალატეების "დოღში" ერთ ლარად აგარაკში გაცვლილო ,გათელილო საქართველოვ !“ - წერს ჩარკვიანი.