მელიამ პირად საუბარში მითხრა - რას ჩაჰყევი ამ მიშა სააკაშვილს, ჩემთვის ეს სიტყვები საკმარისია, რომ ის ენმ-ს ლიდერად აღარ არსებობდეს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მე რაც ვიცი ნიკანორ მელიაზე, ყველაფერი ეთერში მაქვს ნათქვამი. როდესაც ჩემთან საუბარში ნიკანორ მელია იტყვის, რომ რას ჩაჰყევი ამ მიშა სააკაშვილს, ჩემთვის საკმარისია ეს იმისთვის, რომ როგორც ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“, აღარ არსებობდეს. რად მინდა მე ფარული ჩანაწერის მოსმენა, რაში მჭირდება?! ჩემთვის, რაც მითხრა ის, უარესი ფრაზაა, ვიდრე ვიდეოში გამოთქმული რაღაცები“- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.