აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კარვები გაშალეს.

პროტესტმა პარლამენტის წინ უკვე გადაინაცვლა. 

თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

 მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მისასვლელად. პოლიციამ მოედანზე შეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც და უთხრა, რომ შეეძლოთ ამ ადგილიდან ფეხით გაეგრძელებინათ გზა. პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოყვა.

შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ - ისინი საქართველოს პარლამენტთან აპირებენ ღამის გათევას. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები.

 საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი.