ამ ჰუმანური აქტის საწინააღმდეგოდაც წავიდა პრეზიდენტი და არაა გამორიცხული, ისიც, რომ ვეტო დაადოს ამნისტიის კანონპროექტს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

„ჩვენ მივიღეთ დაბალანსებული ამნისტიის კანონპროექტი, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფილიყო კრიმინალის შეკავება და მეორე მხრივ, ის ხალხი ვისი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას დროულია, დაბრუნებოდნენ ოჯახებს. თუმცა, ამ ჰუმანური აქტის საწინააღმდეგოდაც წავიდა პრეზიდენტი და არაა გამორიცხული, ისიც, რომ ვეტო დაადოს ამ აქტს“, - განაცხადა ანრი ხოანაშვილმა.

17 სექტემბერს, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ამნისტიის კანონს ჯერჯერობით ხელს არ აწერს.