მსგავსი განცხადებები იმისთვის კეთდება, რომ თავად განწყობა შეიქმნან, თითქოს, მათ რაიმე მცირე რესურსი მაინც აქვთ რაღაც წარმატების, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა და განმარტა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისტორიული მარცხის წინაშე დგას.

„ამ ადამიანებმა უნდა მოიფიქრონ, ეს ყველაფერი როგორ გადაფარონ. ამიტომ, მათ გზავნილები, მესიჯბოქსი შეიმუშავეს, რომ თურმე, 25 % გვაქვს და ისინი იმარჯვებენ. რაში სჭირდებათ ასეთი აჟიოტაჟი, თუ „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ვერ შეძლებს? ეს ყველაფერი არის დავალებების შესრულება და სხვა არაფერი. ისინი მარცხისთვის განწირული არიან და ამიტომაც სჭირდებათ გზავნილები, რითაც მხარდამჭერებს რაღაც იმედის ნაპერწკალი გაუჩინონ, რომ მცირე ამომრჩეველში მუხტი აწიონ. ეს არის პრიმიტიული გზავნილი, ამომრჩეველი კი არ ტყუვდება. სჯობს, ისტორიული მარცხისთვის მოემზადონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ და, გამოკითხვების მიხედვით, 25 %ზე მეტს ვერ იღებენ“.