მანდატურების გარეშე გაიარეთ სასესიო დარბაზში „ვაშკაცებო“, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ალუდა ღუდუშაური, ირაკლი ბერაია - "მოკლე კაცებს" გვეძახიანო დაგიჩივლიათ ნაძირლებო.
მანდატურების გარეშე გაიარეთ სასესიო დარბაზში "ვაშკაცებო" და ძრწოდეთ“,- წერს ანა წითლიძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
ასევე, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"