აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა, ოკუპანტი სახელმწიფოს მთავრობასთან, ფარული მოლაპარაკებებს ახორციელებს. ვითხოვთ ამ საკითხზე ოფიციალურ პასუხს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობას, ოკუპანტი სახელმწიფოს მთავრობასთან აქვს მოლაპარაკებები და ეს ხდება საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან და საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენლობითი ორგანოს, პარლამენტის ზურგს უკან. ამ ტყუილს და ამ მოჩვენებითობას არ ვაპირებთ მხოლოდ ემოციებით შევხვდეთ. ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს, ჩვენ გვჭირდება საკითხების დოკუმენტირება, ოფიციალურ კითხვებზე, ოფიციალური პასუხები იმიტომ, რომ გველაპარაკებიან მხოლოდ პარტიული თანამდებობების პირები, პარტიული სტრუქტურები პროპაგანდით, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ კითხვებზე პასუხს. თუ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც საქართველოსთვის უსაფრთხო და მოგებიანია, რატომ ხდება ეს დახურულ კარს მიღმა? რატომ ხდება ეს სქართველოს მოქალაქეებისგან, პარლამენტისგან მალულად? სასარგებლო მოლაპარაკებები ხალხისგან მალულად არ ხორციელდება“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.