ვსვამ კითხვას - როდესაც მეზობლად სახლობს, აგრესიული მკვლელი, ყაჩაღი, ხულიგანი კარს ღიას ტოვებთ, თუ კეტავთ? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ჩვენ დავდექით რეალური საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში უკონტროლოდ მომხდარიყო რუსეთის მოქალაქეების და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუსული გავლენის, მათ შორის ეკონომიკური გავლენის შემოდინება და ქვეყანა დახვდა ამას შიშველი. ჩვენ ძალიან კონკრეტული, ცივილიზებული გამოსავალი შევთავაზეთ ხელისუფლებას, დავუდეთ მაგიდაზე და ვუთხარით, რომ თქვენ გააკეთეთ, თქვენ დაიწერეთ ქულა, რომ არ ყოფილიყო რაიმე პოლიტიკური მანიპულაცია. მე ვსვამ კითხვას, როდესაც თქვენს მეზობლად დასახლდა და დიდი ხანია სახლობს, აგრესიული მკვლელი, ყაჩაღი, ხულიგანი თქვენ კარს ღიას ტოვებთ, თუ კეტავთ? ცხოვრებაში, ყოფით ვითარებაში ადამიანები ასე ვიქცევით, რომ ცხვირწინ კაციჭამია ცხოვრობდეს და კარი არ ჩავკეტოთ?!“- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.