კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი, 83 დეპუტატი, ვახტანგ გომელაური და ძალოვნები:
საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა, რასაც აკეთებთ - მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ - რუსული კანონით, არის სამშობლოს ღალატი. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ და სასჯელი იქნება უმკაცრესი.
საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ კურსს, არის დანაშაული და ამისთვის პასუხი მოგეკითხებათ. სასჯელი იქნება უმკაცრესი.
არსებობს შანსი, გადაიფიქროთ, ნებაყოფლობით აიღოთ ხელი დანაშაულზე, სანამ ბოლომდე მიიყვანთ.
კანონი ამ შანსს გაძლევთ, გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ." - წერს ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერის თქმით, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას მესამე მოსმენით - გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად
ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა - გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება - პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება