სად დღევანდელი მთავრობა და სად სიმართლე - ახლა ვინმეს მაინც აქვს მოლოდინი, რომ რასაც თავად ამბობენ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სიმართლე იქნება? , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, რუსული ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ეს კანონი რუსულია, თუმცა ხალხმა ის ერთი წლის წინ უკვე შეაფასა და „ქართული ოცნება“ ხალხის ამ ვერდიქტს ახლა ვერ შეცვლის.
მაშინ, როცა ქვეყანას შანსი აქვს რუსულ ჭაობს თავი დააღწიოს და შეუქცევადად დავბრუნდეთ იქ, სადაც მისი ისტორიული ადგილია, ხელისუფლება ცხრა ნაბიჯს არ დგამს. ეს რეფორმები, რთული შესასრულებელი არ არის, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ნება გაქვს. გარდა იმისა, რომ 9 რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ, უზარმაზარი ნაღმი შემოაქვთ ამ კანონით. რუსეთს სურს ეს ქვეყანა ისტორიული გზიდან გადააგდოს. ეს ხელისუფლება არ შეიცვლის ბუნებას. ის რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია საქართველოს წინააღმდეგ.
24 საათი იყო კანონის ხელახალი ინიციირებიდან გასული, როცა ევროკავშირის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივი წერილი ჩამოვიდა, რომელშიც კანონი პირდაპირ რუსულად მოიხსენიეს. სად ეს ხელისუფლება და სად სიმართლე. გასულ წელს თქვეს, რომ აღარ დააბრუნებდნენ და დააბრუნეს. ახლა ვინმეს მაინც აქვს მოლოდინი, რომ რასაც თავად ამბობენ ამ კანონზე სიმართლე იქნება?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.