გნებავთ მარჯვნიდან, გნებავთ მარცხნიდან, გნებავთ მუხლობრივი განხილვითაც - რუსულია ეს კანონი! მაგალითად, პირველი მუხლით, კანონი არ შეეხება ოკუპანტი რუსეთის ინტერესების გატარებაში მხილებულ ფარცხალაძეს! - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელი პარლამენტში ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მაგრამ შეეხება მათ, ვინც რუსეთის მიერ 2008 წლის ომში ჩადენილ ასობით დარღვევაზე მტკიცებულებები შეაგროვა და იცავს საქართველოს და მის ასობით მოქალაქეს ევროპულ სასამართლოში, საკუთარი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკის ფასად.
ამ ხალხს დაერქმევათ უცხოეთის ინტერესების მსახურები (ანუ აგენტები), თუ არ მოაწერენ ამაზე ხელს, დაჯარიმდებიან იმხელა თანხით, რომ ამას ვერც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვერ გადაიხდის და იძულებული იქნება - შეწყვიტოს საქმიანობა. ასე მოხდა რუსეთში." - წერს ანა ნაცვლიშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება