ახლა ვადევნებთ იგივე პროცესებს თვალს, რაც იყო ოთხი წლის წინ და არამხოლოდ, - განაცხადა ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მეცხრე არჩევნებია, რომელიც წააგო ოპოზიციამ, ეს არის მეოთხე საპარლამენტო არჩევნები, წააგეს ორჯერ საპრეზიდენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არც ერთი არჩევნების წაგება არ უღიარებიათ.
ოპოზიციას ორი ვარიანტი აქვს, ან შევლენ პარლამენტში და მოუწევთ საკუთარი სიტყვის გატეხა, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ და მეორე ვარიანტია - არ შევიდნენ პარლამენტში. თუ არ შევლენ ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, რადგან მე არ მინახავს არასაპარლამენტო პარტია, რომელიც არ გამქრალიყო პოლიტიკური ველიდან. ეს ოპოზიცია არის გასაქრობი პოლიტიკური ველიდან, რათა გამოჩნდეს ქვეყანაში ჯანსაღი ძალები.
ჩვენ ვნახეთ უბინძურესი წინასაარჩევნო კამპანია, მოგონილი ბრალდებები. ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ოპოზიციას პერსპექტივა არ აქვს მათი წარსულიდან გამომდინარე. თუ არ შევლენ პარლამენტში საკუთარ თავს დააზიანებენ, ვინც შევა საკუთარ თავს გადაარჩენს და დარჩებიან პოლიტიკურ სივრცეში“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.