ნიუ იორკში ძლიერი თოვლისა და ყინვის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანმა განაცხადა.
მამდანის თქმით, უკვე მე-11 დღეა, რაც ძლიერი ყინვები დაფიქსირდა და გააგრძელებენ მცდელობას, რომ რაც შეიძლება მეტი ქუჩაში მცხოვრები ადამიანი გადაიყვანონ შენობებში, ვიდრე მსგავსი ყინვები გაგრძელდება.
მერმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.
თარგმანი: პირველი არხი










