ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს პუტინის დამარცხების, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინი წარმოადგენს საფრთხეს ყველა თავისუფალი ერისთვის.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათთვის, ვისაც ეს ჯერ არ გაუგია: პუტინი არის მონსტრი, ვინც შეიჭრა უკრაინაში და მოკლა ათასობით ადამიანი, გაიტაცა და მოახდინა ათობით ათასი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია და ეს ყველაფერი არ არის. პუტინმა დახოცა ჩეჩნები და სირიელები, შეიჭრა საქართველოში და გასცა თავისი ოპონენტების მკვლელობის განკარგულება როგორც კრემლის კედლებს გარეთ, ისე ლონდონისა და ბერლინის გულშიც.
გუშინ მან სცადა, ყველა ჩვენგანისთვის გამოეგზავნა გზავნილი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი. ამიტომ ნუ გვეშინია პუტინის დამარცხების და მისი რეჟიმის განადგურების. – განაცხადა ზელენსკიმ.