19 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის მიმართულებით ფრონტის ხაზზე ჩავიდა. იუწყებიან, რომ მან ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის დამცველი სამხედროები დააჯილდოვა.
„უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვის რეგიონში ვიზიტისას ეწვია პრინც რომან დიდის სახელობის მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის სამეთაურო პუნქტს, რომელიც ახორციელებს საბრძოლო მისიებს კუპიანსკის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეტყობინების მიხედვით, ზელენსკიმ მოისმინა ბრიგადის მეთაურის, ლეიტენანტ–პოლკოვნიკ ალექსეი ტრუბნიკოვის მოხსენება ფრონტის შესაბამის სექტორზე ოპერატიული სიტუაციისა და თავდაცვის ძალების ნაწილებთან კოორდინაციის შესახებ. განიხილეს დანაყოფების აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და ჯარისკაცების სხვა გადაუდებელი საჭიროებები.
ზელენსკიმ სამხედროები დააჯილდოვა სამშობლოს დაცვისას გამოვლენილი მამაცობისთვის.