უკრაინის პრეზიდენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემას გარდამტეხი მომენტი უწოდა.

"გასულმა კვირამ საბოლოოდ მოიტანა მართლაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი უკრაინისთვის, სამართლიანობისთვის. რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი არსებობს და ეს არის გარდამტეხი მომენტი.

მომენტი, როდესაც ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ამ აგრესიის დასასრული იქნება მისი პასუხისმგებლობის მთელი სპექტრი.

პასუხისმგებლობა უკრაინისთვის მიყენებული ყველა დარტყმისთვის, ყოველი განადგურებული სიცოცხლისთვის, ყოველი დეპორტირებული უკრაინელი ბავშვისთვის... და, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიით გამოწვეული მსოფლიო დესტაბილიზაციის ყველა გამოვლინებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, ზელენსკიმ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას, უწოდა ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც  ისტორიული პასუხისმგებლობა იწყება.