მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სი ძინპინი საუბარს გამართავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩინეთისა და უკრაინის ლიდერების პირველი საუბარი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. 

Reuters-ის ცნობით, სი ძინპინი მოსკოვს მომდევნო კვირას ესტუმრება. არსებული ცნობებით სი ძინპინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება. გამოცემის ცნობით, სი ძინპინი შესაძლოა სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც ეწვიოს, თუმცა ამგვარი გეგმა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.