რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ეომება NATO-ს, რადგან მას არ შეუძლია ბრძოლის ველზე წარმატების მოპოვება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Al Arabiya-თან ინტერვიუში განაცხადა.
"სასაცილოა, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ეომება. რუსეთი ეომება უკრაინას. და რადგან არ შეუძლია პატიოსნად ომი, ამბობს, რომ ეომება NATO-ს, რადგან რცხვენია, აღიაროს, რომ არ შეუძლია ქვეყნის დამარცხება, რომელზედაც 40-ჯერ დიდია", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნატო არ აწარმოებს აგრესიულ ომს რუსეთის წინააღმდეგ.
"ნატო არ არის დღეს შეტევითი ალიანსი. მე ვერ ვხედავ, რომ NATO-ს რაიმე ომი ჰქონდეს წამოწყებული. მე ვერ ვხედავ NATO-ს რუსეთის ტერიტორიაზე. ვერ ვხედავ არცერთ ნატოელს, რომელიც კლავდეს რუსებს რუსეთის ტერიტორიაზე ამ სადმე სხვაგან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.