დროა, NATO-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ვილნიუსში, ივლისში დაგეგმილი სამიტი შეიძლება, გახდეს ისტორიული.
„არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული უკრაინის NATO-ში მიწვევასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც NATO-ს წევრ ქვეყნებში მოსახლეობის და უკრაინელთა უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. დროა, NATO-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს. შეუძლებელია ევროატლანტიკური გარემოს უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე და ეს ხალხს ესმის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ NATO-ს ქვეყნების მხრიდან სამხედრო დახმარებას, მაგრამ გვინდა, გავიგოთ, როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიებიც NATO-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს კიევში იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.