უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე შესაძლოა, თავდასხმების რაოდენობა გაზარდოს.
"მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მტერმა შესაძლოა, გაზარდოს თვითმფრინავების ან სარაკეტო თავდასხმების რაოდენობა ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. რუსეთი ზამთრისთვის ემზადება და აქ, უკრაინაში, მთელი ყურადღება უნდა იყოს მიმართული დაცვაზე, ტერორისტებისთვის პასუხის გაცემაზე, ყველაფერზე, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია იმისთვის, რომ გაუადვილოს ჩვენს ხალხს ამ ზამთრის გადალახვა და ჩვენი ჯარისკაცების შესაძლებლობები გაზარდოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვაში ეხმარება.