კურსკის რეგიონიდან უკრაინაზე რუსეთის მუდმივი თავდასხმა სამართლიან პასუხს იმსახურებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ მიმდინარე ზაფხულის დასაწყისიდან და მხოლოდ კურსკის რეგიონიდან უკრაინის სუმის რეგიონი თითქმის 2 000-ჯერ დაიბომბა.

„ჩრდილოეთ კორეულმა ერთ-ერთმა რაკეტამ, სამწუხაროდ, კიევის რეგიონში ორი ადამიანი მოკლა – მამა და შვილი. ბიჭი ოთხი წლის იყო. ვუსამძიმრებ მათ მეგობრებს და ოჯახს. დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი. მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ჩვენმა ექსპერტებმა ზუსტად დაადგინეს, რა ტიპის რაკეტა იყო ეს და ზუსტად ვიცით, რუსეთის ტერიტორიის რომელი რეგიონიდან განხორციელდა გაშვება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.