რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კურსკის ოლქში დამატებით ძალებს აგზავნის. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დამატებითი ძალები კურსკის ოლქის სუჯის რაიონში გაიგზავნება, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იმ კოლონების შემადგენლობაში, რომლებიც კურსკისკენ მიემართებიან, არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საარტილერიო დანადგარები, მძიმე ტექნიკა, ავტომობილები „ურალი“ და „კამაზი“.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ქვედანაყოფების კურსკისკენ გადასროლის კადრებიც გაავრცელა.
უკრაინის ძალები კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში პოზიციები გაიმაგრეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა შეაჩერეს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა რუსეთის სიღრმეში კურსკის მიმართულებით.
თუმცა, რუსული სამხედრო Telegram ამარხები ადასტურებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას რეგიონის სიღრმეში და უკვე ოკუპირებულია ქალაქ სუჯას გარეუბნები.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.