უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის ბელოვსკის რაიონში შევიდნენ. ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვოლობუევმა განაცხადა.
„ჩვენს ტერიტორიაზე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების შემოსვლამ დიდი დაბნეულობა და პანიკა შექმნა, ახლა ვითარება სტაბილურია, მაგრამ ძალიან დაძაბული“, - ამბობს ვოლობუევი ადგილობრივ მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში.
ვოლობუევმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლებისთვის ახლა „გაუგებარია სასაზღვრო რაიონებში ზოგიერთი ასპექტი “.
მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო ბელოვსკის რაიონიდან წასულ მცხოვრებლებს ურჩია - „დარჩნენ იმ ადგილებში, სადაც ჩავიდნენ“.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა უკრაინული ძალების შესვლა ბელოვსკის ოლქის ტერიტორიაზე.