უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ აპირებს აშშ-სთან იშვიათი მინერალების შესახებ ისეთი შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც უკრაინას აშშ-სთან 500 მილიარდი დოლარის ვალი ექნება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, აშშ-ს მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ჰქონდა ფორმა, რომლის მიხედვითაც უკრაინას აშშ-ს წინაშე 500 მილიარდი დოლარის დავალიანებას აღიარებდა.
"მე ვიცი, რომ ჩვენ აშშ-სგან 100 მილიარდი დოლარის დახმარება მივიღეთ, არ ვაპირებ 500 მილიარდის დავალიანების აღიარებას ვინ არ უნდა თქვას ვინმემ"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 100 მილიარდი დოლარის დავალიანების აღიარებაც არ სურს, რადგანაც მიაჩნია, რომ აშშ-სგან მიღებული სამხედრო დახმარებას თავისი არსით დახმარება იყო და არა ვალი.
ზელენსკი განმარტავს, რომ შეთანხმების მიხედვით კიევმა მომავალში მისაღები დახმარების ღირებულება ორმაგად უნდა დაფარონ.
"არ ვარ ვაწერ ხელს შეთანხმებას, რომლის საფასურის გადახდაც ჩვენს მომავალ 10 თაობას მოუწევს"- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.