ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ბახმუტის მიმართულებით 1100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა.ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ერთ კვირაში ნაკლებ დროში - 6 მარტიდან - და მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი განადგურდა - ეს არის რუსეთის შეუქცევადი დანაკარგები, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტის მახლობლად. გარდა ამისა, განადგურდა ათეულობით ერთეული მტრის ტექნიკა, დაიწვა ათზე მეტი რუსული საბრძოლო მასალის საცავი", - განაცხადა ზელენსკიმ.
დასავლეთის შეფასებით, ბახმუტის ბრძოლებში, რუსეთმა სულ მცირე 30 ათასი სამხედრო დაკარგა, მათ შორის ყველაზე მეტი ზარალი დაჯგუფება "ვაგნერმა" განიცადა.