კიევში ჩასულ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებაზე, რომ კონტრშეტევისას „უკრაინის არმიამ ვერცერთ სექტორში ვერ მიაღწია მიზნებს“.
„მე ყოველდღე კავშირში ვარ ჩვენს სხვადასხვა მიმართულების სამხედრო მეთაურებთან - სირსკისთან, ტარნავსკისთან, მოსკალევთან, ნაევთან, ზალუჟნისთან. ამჟამად ყველა დადებითად არის განწყობილი. სწორედ ასე გადაეცით პუტინს,“ - თქვა ზელენსკიმ საპასუხოდ.
„უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები. რა ეტაპზეა ის, დეტალურად არ ვისაუბრებ და ვფიქრობ, რომ ამას ვიგრძნობთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, „მე არ ვენდობოდი ტელეგრამის არხებს და პუტინს. უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს“.