საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე აცხადებს რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების გრძელდება

"სამწუხაროდ, მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენელებულიც არ არის. შესაბამისად, სახლების დაზიანებაც გრძელდება. რა თქმა უნდა, პასუხი გეოლოგებმა უნდა გაგვცენ იმაზე, თუ როდისაა შესაძლებელი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სახლებამდე მიღწევა, თუმცა ამ პასუხსაც ჯერჯერობით ვერ მოვისმენთ, სანამ პროცესი მთლიანად არ შეჩერდება. არ იქნება უსაფრთხო ტერიტორიაზე შესვლა.

მინდა, აქვე განვაცხადო, რომ ხელისუფლების მხრიდან მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, გარკვეული პირების მიერ მაინც ხდება ამ ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლა. ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლა არ არის უსაფრთხო და ნუ ჩაიგდებენ საკუთარ და მეგობრების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა განუცხადა „ქრონიკას“  ტყიბულის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ. 

ცნობისთვის, სოფელ კურსებში, გოგოლაშვილების და ბეროძეების უბანში, 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, 45 ოჯახი კი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მეწყერმა დააზიანა სოფელში არსებული სასაფლაო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას სწავლობენ.